თამარ გაბუნია: მთავარი რეკომენდაციაა, ივლისი და აგვისტოს თვე სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სკოლების პერსონალს მოუწოდებს, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე დარჩენილი დრო აქტიური ვაქცინაციისთვის გამოიყენონ.

ამის შესახებ თამარ გაბუნიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

“იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში გვაქვს 1,5 მილიონი ვაქცინა და კიდევ 1 მილიონს ველოდებით. სკოლებთან მიმართებაში პირადად ჩემი და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაცია არის რომ ივლისი და აგვისტოს თვე სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, იმისთვის რომ სასწავლო წელს სკოლები დახვდეს უსაფრთხო გარემოში. დღეს შეზღუდვა გამოსავალი სკოლის პირობებში არ არის, არც დისტანციური სწავლა არაა ამ პრობლემის გადაწყვეტა. გადაწყვეტა არის ვაქცინაცია,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები
იტვირთება...