თამარ გაბუნია: მედიკამენტებზე მაღალი ფასი რჩება ჯანდაცვის სისტემის სტრატეგიულ გამოწვევად

მედიკამენტებზე მაღალი ფასი რჩება ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ გამოწვევად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა:

“მედიკამენტებზე მაღალი ფასი რჩება ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული გამოწვევა და ამას სჭირდება ერთიანი, სტრატეგიული პასუხი. ეს ფრაგმენტული ინტერვენციებით ვერ გადაიჭრება, დიდი ხნის პრობლემაა და სერიოზული პასუხი სჭირდება. ამისთვის, დაახლოებთ ორიოდე კვირის წინ, საქართველო შეუერთდა ოსლოს ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში და ჩვენს რეგიონში ითვალისწინებს ერთიანი პოლიტიკის შექმნას, რაც ქვეყნებს საშუალებას მისცემს წამლის ფასზე ჰქონდეთ სწორი პოლიტიკა და ის მექანიზმები, რომელიც მოაგვარებს ამ პრობლემას.

დღეს მე ცალსახა პასუხი არ მაქვს, რადგან ეს არის ერთიანი საკანონმდებლო სივრცის საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას იმ ახალ საკანონდებლო ინიციატივის ფარგლებში, რაზეც მუშაობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით ჯანდაცვის კომიტეტი. ვფიქრობ, მალე დავუბრუნდებით ამ საკითხს და უფრო მეტი პასუხი, ამაზე გვექნება.

ჯანდაცვის სისტემის მხრიდან, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ დანიშნულებები იყოს რაციონალური და პაციენტს არ მოუხდეს ბევრი ისეთი მედიკამენტის მიღება, რომელიც მისთვის არ იქნება ეფექტური,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად