თამარ გაბუნია: კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადაიცემა, დაინფიცირებული ადამიანიდან ადამიანზე

ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოროებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„კორონავირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, ანუ ეს არის ვირუსი, რომლის ამ შემთხვევაში, გადაცემის გზა გახლავთ დაინფიცირებული ადამიანიდან ადამიანზე, კონტაქტური გზით, იქნება ეს დაინფიცირებულის საგანი თუ რაიმე სხვა ნივთი ამ ვირუსის გადაცემის შემთხვევები, აღწერილი არ არის. ამრიგად ჩვეულებრივ, ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტაქტურად, ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა, ამრიგად ამისი საშიშროება რა თქმა უდნა არ არსებობს.
რა შეეხება შეზღუდვებს მგზავრობასთან დაკავშირებულს, როგორც მოგეხსენებათ აქამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კონკრეტულ კორონავირუსთან მიმართებაში, არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ამიტომ ჯერ-ჯერობით ვინარჩუნებთ პრევენციული ზომების, გააქტიურების რეჟიმში მუშაობას, ვაგრძელებთ მუშაობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრონციპების შესაბამისად, როგორც კი ეს მითითება გვექნება ჩვენ მივყვებით უკვე საერთაშორისო რეგულაციებს.“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით  ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის მქონე პაციენტთა რიცხვმა 1287 ადამიანს მიაღწია. დაღუპულია 41 ადამიანი, დღე-ღამეში 16 ადამიანი დაიღუპა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში, შაბათს, შუადღისას, ადგილობრივი დროით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 729 ადამიანი შეადგინა. ქალაქში 39 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 38 კი უხანის მკვიდრია, სადაც დაავადება თავდაპირველად გავრცელდა. პარალელურად,ავსტრალიასა და მალაიზიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ა

ვსტრალიაში ინფიცირების პირველი შემთხვევა ვიქტორიის შტატში დაფიქსირდა. როგორც SBS News-ი იუწყება, სახელმწიფო ჯანდაცვის მინისტრმა ჯენი მიკაკოსმა აღნიშნა, რომ ეს დაავადება ჩინეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც მელბურნში 19 იანვარს ჩავიდა მას შემდეგ, რაც ქალაქ უხანში 2 კვირა იმყოფებოდა. მანამდე, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დადასტურდა. ეს რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რაც “უხანის” პნევმონია ქვეყანაში ორ პაციენტს პირველად ოფიციალურად დაუდასტურდა. დაავადება პარიზსა და ბორდოში გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად