თამარ გაბუნია: იმის საფუძველი, რომ ვადაზე ადრე გავაკეთოთ რაიმე შეზღუდვის შემსუბუქება, არ გვაქვს

“იმის საფუძველი, რომ ჩვენ ვადაზე ადრე გავაკეთოთ რაიმე შეზღუდვის შემსუბუქება, არ გვაქვს, თუმცა უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“ვფიქრობთ, რომ გონივრული ვადა არის პირველი თებერვალი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქებაზე ვისაუბროთ.

გარკვეულ ეტაპზე განიხილება “ფაიზერის” და “ასტრაზანეკას” ვაქცინების მოწოდება. თებერვლის დასაწყისში გვექნება პასუხი, რამდენად მივიღებთ ყველაზე ადრე ფაიზერის ვაქცინას”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად