თამარ გაბუნია: covid-ის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება – მეტი სიფრთხილეა საჭირო

„გუშინ ჩვენთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის ახალი შტამის დადასტურების შესახებ. სამი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში დადასტურდა ახალი სახეცვლილი შტამის არსებობა, რომელიც რეალურად, კლინიკურად იგივე სახით მიმდინარეობს, როგორც მანამდე ცნობილი შტამი მიმდინარეობდა”, – ამის შესახეაბ ჯანდაცვის მინისტრის მოადგოლემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

“ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, არის ის, რომ ამ ტიპის შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებით, ისე დაწესებული წესების დაცვის კუთხით, ბიზნესგარემოში და სოციალური თავშეყრის ადგილებში, რაც აქამდეც ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკეთებინა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა  გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა – პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად