თამარ გაბუნია: ადამიანების 98%, რომლებიც covid-19-ით საავადმყოფოში ხვდებიან, აცრილები არ არიან

“სტატისტიკა რასაც გვეუბნება, ინფიცირებულების უდიდესი ნაწილი არ იყო აცრილი. ასევე იმ პირების უდიდესი ნაწილი ვინც ჰოსპიტალში ხვდება ასევე არ იყო აცრილი. როდესაც ვამბობ უდიდესი ნაწილი, ეს არის 98%. ასევე, რეანიმაციაში აცრილი პირების 1%-ზე ნაკლები ხვდება.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“უკვე აღარ არის სადავო, რომ ვაქცინა იცავს რეალურად როგორც ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის და კიდევ უფრო მეტად ძლიერად გარდაცვალებისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია DELTA შტამის ასეთი საშიში, დამაზარალებელი ზემოქმედების პირობებში,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ “დღის კურიერში”.

კომენტარები
იტვირთება...