თამარ გაბუნია: 60 %-ის ვაქცინაციის შემთხვევაში ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით

60 %-ის ვაქცინაციის შემთხვევაში ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა:

“60 %-ის ვაქცინაციის შემთხვევაში, რეალურად, უნდა შეიქმნას დაცვის იმგვარი მოდელი, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ და დავუბრუნდეთ ჩვეულ, ნორმალურ საქმიანობას, რაც იყო კოვიდამდე პერიოდში. თუმცა, ამავდროულად, მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ გარკვეული პერიოდი ვაქცინასთან ერთად მოგვიწევს პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და მოხდეს მობილობის მონიტორინგი. ვაქცინის მოქმედებასა დრო სჭირდება, როდესაც სრულად შექმნის დამცველობის მექანიზმს, ორივე უნდა გამოვიყენოთ ერთად. ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტურად, დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას და ამისთვის, კეთდება ყველაფერი.”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად