თამარ გაბუნია: 2- ჯერ აცრილებში covid-19-ით ინფიცირების შემთხვევა 0,3%-ია – გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მედიასთან განაცხადა, რომ იმ პირებში, რომლებიც ორჯერ აიცრნენ, კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

“ჩვენი მონაცემებით, ინფიცირების რაოდენობა ორჯერ ვაქცინირებულებში 0,3%-ია,  რაც საკმაოდ დაბალი პროცენტია. გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფექციისგან 100%-ით არც ერთი ვაქცინა არ გვიცავს, მათ შორის, არც „ფაიზერი“, არც „მოდერნა“, არც „სინოფარმი“ და არც „სინოვაკი“. ინფიცირება შესაძლოა დადგეს, მაგრამ დადგება იშვიათ შემთხვევაში, თუმცა შემთხვევები იქნება მსუბუქი და არ დადგება ლეტალობა. ეს არის ყველაზე დიდი დაცვა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები
იტვირთება...