თამარ გაბუნია: 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აცრის რეკომენდაციას ამ ეტაპზე გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 12 წლიდან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აცრის რეკომენდაციას ამ ეტაპზე გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ფართო ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით 12-დან 15 წლამდე მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებზე. ასევე, აქაც იკვეთება ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა, ან სხვა ქვეყანაში უკვე ჩაიტარა ვაქცინაცია და მეორე დოზა აქვს ჩასატარებლი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნებიც ინდივიდუალურ საფუძველზე იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ამ დრომდე, საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის ასაკიდან იყო შესაძლებელი.

კომენტარები
იტვირთება...