თამარ ჩუგოშვილმა უფლებადამცველთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

თამარ ჩუგოშვილმა უფლებადამცველთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა .პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა და მისი წევრი ორგანიზაციების ორგანიზებით, უფლებადამცველთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე გამოსვლისას, თამარ ჩუგოშვილმა დემოკრატიის განვითარებაში მსოფლიოში უფლებადამცველთა როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და საქართველოში ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისა და თანამშრომლობისთვის.

„9 დეკემბერს მსოფლიოში უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, ხოლო 10 დეკემბერს ადამიანთა უფლებების დაცვის დღე. ადამიანის უფლებადაცველები მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს საქმეს ასრულებენ, მათ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც და მინდა მადლობა გადავუხადო მათ მუშაობისთვის და ასევე დავაფიქსირო მათ მიმართ მხარდაჭრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითები თანამშრომლობის, კონსტრუქციული ურთიერთობების, კრიტიკის ჯანსაღად აღქმის და გაგების. მაქვს იმედი, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს თანამშრომლობა და ორივე მხრიდან იქნება აღქმა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვა როლი აქვს ხელისუფლებისგან განსხვავებული, ისინი არიან მაკონტროლებლები და ვისურვებ, რომ მომავალ წელს ბევრად უფრო ჯანსაღ გარემოში გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ღონისძიებაზე უფლებადამცველების შესახებ დეკლარაციის 20 წლისთავთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის მიერ შემუშავებული საინფორმაციო ბუკლეტის და პოსტერების პრეზენტაცია გაიმართა.

ამის სესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად