თამარ ჩუგოშვილი: სერიოზული პრობლემაა ყველა საგამოძიებო საქმეში, სადაც ჩავიხედეთ, არ ვიცით რა ხდება იმ საქმეებში, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არაა

სერიოზული პრობლემაა ყველა საგამოძიებო საქმეში, სადაც ჩავიხედეთ, არ ვიცით რა ხდება იმ საქმეებში, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არაა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა”.

მისი თქმით, გვაქვს საქმეები, სადაც სამწუხაროდ პოლიტიკური მოტივაციებია, გვაქვს საქმეები, სადაც ძალიან დაბალი კვალიფიკაცია ჩანს და კომპეტენციის პრობლემა.

“ვხედავთ იმას, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი რომელი საქმის მიმართაც გამოჩნდება, სადაც დაინტერესდება მედია და სადაც დაიწყება დეტალების გამორკვევა, ყველა საქმეში რატომღაც სხვადასხვა პრობლემას ვხედავთ. ჩვენ არ ვიცით სხვა საქმეებში რა ხდება, სადაც ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არ არის და სადაც მედია ამ დეტალებს არ ეძებს.

იქ თუ იგივე ხდება, ან უარესი, მაშინ წარმოიდგინეთ – რა რაოდენობის ადამიანია ამ ქვეყანაში მართლმსაჯულების პროცესში, რამდენი ათასი ადამიანი გადის მართლმსაჯულების პროცესს და თითოეულ მათგანთან თუ ასეთი დარღვევებით მიმდინარეობს მთელი ეს ეტაპი და მთელი ეს საგამოძიებო მოქმედებები იქნება თუ შემდეგ საქმის განხილვა სასამართლოს მიერ და განაჩენის გამოტანა, მაშინ სერიოზული მასობრივი პრობლემა გვაქვს. სადაც ჩავიხედეთ, მათ შორის პარლამენტის საგამოძიებო კომისიამაც, სერიოზული პრობლემები აღმოჩნდა. გვაქვს საქმეები, სადაც სამწუხაროდ პოლიტიკური მოტივაციებია, გვაქვს საქმეები, სადაც ძალიან დაბალი კვალიფიკაცია ჩანს და კომპეტენციის პრობლემა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად