თამარ ჩუგოშვილი: სასამართლო სისტემა არ არის ისეთი, როგორიც გვინდა, რომ იყოს

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" წევრი, თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ დღეს სასამართლო სისტემა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. 

"როდესაც იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება პირველად თავისუფალ არჩევნებში, დახურული კენჭისყრით სასამართლო სისტემამ მიიღო გადაწყვეტილება და დააკომპლექტა იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის დროზე ჩემთვის ეს იმედგაცრუება იყო. მაქვს მოლოდინი, რომ მომავალში სასამართლოში ბევრად უფრო ჯანსაღი პროცესები წავა, თუმცა სასამართლო ვიტარდება ევოლუციური გზით. სასამართლო ვერ განვითარდება რევოლუციური გზით და შესაბამისად, დროთა განმავლობაში დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ის ღია პროცესები, რომელიც მიდის რეფორმების გაგრძელების პარალელურად საერთო ჯამში სისტემაში შეიტანს გაჯანსაღებას. 

სასამართლო სისტემა დღეს ისეთი არ არის, როგორიც გვინდა, რომ იყოს. ამაზე მუშაობის გაგრძელებაა საჭირო",- განაცხადა ჩუგოშვილმა ტელეკომპანია "იმედთან". 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად