თამარ ჩუგოშვილი: რაც არ უნდა მოხდეს, ვაპირებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დავუჭირო

რაც არ უნდა მოხდეს, ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვაპირებ მხარი დავუჭირო ამ ცვლილებებს”-განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა “მთავარ არხთან”

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, თუკი ხელისუფლება ბოლომდე არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, ეს მისი პასუხისმგებლობა იქნება, თუმცა ეს მომენტი პარლამენტის სხვა წევრებს, მათ შორის ოპოზიციას, შეთანხმების თავისი ნაწილის შესრულებისგან არ ათავისუფლებს.

” რაც არ უნდა მოხდეს, ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვაპირებ მხარი დავუჭირო ამ ცვლილებებს და ასევე ვთვლი, რომ ყველა პარლამენტის წევრს, რომელიც წლების განმავლობაში საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვდა და მით უმეტეს, ადამიანებს, ვისაც ეს ხელმოწერით აქვთ დადასტურებული, რომ ამ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ, ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ პირობის შესრულებაზე, – ამბობს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი.

8 მარტს ადედებული შეთანხების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ასევე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად