თამარ ჩუგოშვილი: პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველამ!

“დილიდან ვაკვირდებით მოვლენებს პარლამენტის შენობის წინ. ვაკვირდებით ორ სხვადასხვა აქციას და მათი ორგანიზატორების განცხადებებს.” – პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი თბილისში მიმდინარე აქციებს ეხმაურება.

“ყველანი ვხვდებით, რომ ეს აქციები შეიძლება გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში.
ამ სიტუაციაში აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ევალებათ ყველა ზომას მიმართონ, რათა თავიდან ავიცილოთ ფიზიკური დაპირისპირება.

ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს არ მოხდეს ესკალაცია, პატრულის უფროსმა თხოვნით მიმართა, რომ არ მომხდარიყო აქციის მონაწილეების დაძვრა პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიიდან. თუმცა ასევე პირდაპირ ეთერში ვხედავთ, რომ პუშკინის სკვერში მიმდინარე აქციის მონაწილეებს წინ მოუძღვოდნენ პოლიტიკოსები. მინდა მივმართო მათ, რომ გააცნობიერონ რამხელა პასუხისმგებლობაა აქციის გამართვა და ხალხის ორგანიზება, როცა დაპირისპირების რისკი ასეთი მაღალია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველამ!

შსს ყველაფერს გააკეთებს, რომ აღკვეთოს ძალისმიერი ქმედებები მომიტინგეთა მხრიდან, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს უპირველეს ყოვლისა ორგანიზატორების და აქციის მონაწილეების პასუხისმგებლობაა.

ყველამ ცოტა უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე. ნებისმიერი დესტაბილიზაცია მხოლოდ მტრის ინტერესშია და ამ სიამოვნებას მტერს ნუ მივანიჭებთ.” – წერს თამარ ჩუგოშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად