თამარ ჩუგოშვილი: პარლამენტის სხდომათა დარბაზი ქუჩა და სახულიგნო ადგილი არ არის

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის გუშინ მომხდარ დაპირისპირებას, რომლის შესახებაც ეთიკის საბჭომ დღეს უნდა იმსჯელოს.

“პარლამენტის სხდომათა დარბაზი ქუჩა და სახულიგნო ადგილი არ არის. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, ამას თუ შეიგნებს ზოგიერთი პირი.

ეთიკის საბჭო დაკომპლექტებულია ისე, რომ მაქსიმალურად დაბალანსებულია. უმრავლესობა საკმაოდ მცირე დოზით არის მასში წარმოდგენილი. ვეცადეთ, რომ დაკომპლექტების დროს ბალანსი შეგვენარჩუნებინა, რათა საბჭოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩენილიყო. ამ საბჭოს ჩამოყალიბებაში ოპოზიციაც აქტიურად იყო ჩართული ღია მმართველობის ფარგლებში.

რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, მე ზოგადად ძალიან მაწუხებს ასეთი სცენები. ძალიან არ მინდა, რომ ჩვენი მოსახლეობა საქართველოს პარლამენტში ხედავდეს იმას, რასაც გუშინ ყველა ერთად ვხედავდით. ეს ძალიან დამაზიანებელია ინსტიტუტის იმიჯისთვის. ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ინსტიტუტის იმიჯი შევქმნათ და თითოეული ასეთი გამოხტომით, ეს ნაბიჯები აზრს კარგავს იმიტომ, რომ მოსახლეობა უყურებს ამ აურზაურს. პირადად ჩემთვის, ეს ძალიან მტკივნეულია. თუ დეპუტატები მიმართავენ ეთიკის საბჭოს, ნელ- ნელა პრეცედენტი დამკვიდრდება, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გუშინ, პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად გიგა ბოკერია და გია ვოლსკი დაუპირისპირდნენ. ვოლსკიმ ბოკერიას ყეყეჩი უწოდა, ბოკერიამ კი, „ცეკას“ ინსტრუქტორი და ვიგინდარა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...