თამარ ჩუგოშვილი: ოპოზიცია ცარიელ ადგილზე პრობლემების ძებნას რომ მოეშვას კარგი იქნება

“ჩვენ პირველ რიგში დივიდენდად ვაქციეთ ის, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ეს კანონი მიღებული ყოფილიყო. თავისით არ გაჩენილა ეს დოკუმენტი, ეს დოკუმენტი გაჩნდა ჩვენი ძალიან აქტიური და დიდი ხნის მუშაობის შედეგად, მას შემდეგ რაც ის იქცევა კანონად, აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლება დაიწყებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.
“რამდენი უაზრობა, სისულელე და არაკომპეტენტური გამოსვლაც არ უნდა მოვისმინოთ ოპოზიციის თუ სხვა წარმომადგენლების მხრიდან, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს ხელისუფლება იგივე სიმძლავრის ადვოკატირებას აკეთებს, რა ადვოკატირებაც გავწიეთ. რუსეთისთვის ეს არის ალბათ გაგრძელება იმისა, რაც ცხადი და მკაფიო არის მათთვის, რომ საქართველოს აქვს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის და სხვა საერთაშორისო ძლიერი აქტორების მხრიდან. ოპოზიცია ცარიელ ადგილას პრობლემების ძებნას რომ მოეშვას კარგი იქნება. ზოგჯერ რომ გაეხარდეთ ქვეყნისთვის კარგი ამბავი, ესეც კარგი იქნება, ხანდახან მაინც რომ სცადონ. მას შემდგ რაც სენატიც მხარს დაუჭერს და ეს აქტი შევა ძალაში, აშშ-ს აღმასრულებელ ხელისუფლებას კონგრესისგან განესაზღვრება კონკრეტული ვადა, რა ვადაშიც უნდა შეიმუშაოს გეგმა თვითონ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, თუ როგორ იყენებს ტარგეტირებულ სანქიცებს იმ პირების მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე , ასევე იწყებს ნაბიჯების გადადგმას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მისაღწევად ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. ამიტომ, ყველანაირი პროცედურული ნაწილი წესრიგშია და ოპოზიციას შეუძლია არ ინერვიულოს, მათ გარეშეც ვაღწევთ ასეთ შედეგებს”-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს.
The post თამარ ჩუგოშვილი: ოპოზიცია ცარიელ ადგილზე პრობლემების ძებნას რომ მოეშვას კარგი იქნება appeared first on IPRESS.GE.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად