თამარ ჩუგოშვილი ჯანეზაშვილზე: არასასიამოვნო სანახავია, შენ თვალწინ ადამიანები სახეს რომ კარგავენ

არასასიამოვნო სანახავია, შენ თვალწინ ადამიანები სახეს რომ კარგავენ”, -ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილზე საუბრისას განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის ამბობს, რომ სამწუხარო სანახავია სხვა ადამიანები სახეს როგორ კარგავენ. ამასთან, მისივე თქმით, ჯანეზაშვილის განცხადებების შემდეგ ეჭვი უჩნდება, რომ ის პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოექცა.

“სხვებისგან განსხვავებით ადამიანებს რაღაცებს არ ვაბრალებ ნამდვილად, სხვები ასე იქცევიან სამწუხაროდ და ძალიან არასასიამოვნო სანახავია სხვა ადამიანები შენ თვალწინ სახეს რომ კარგავენ, მაგრამ ნუ რას ვიზამთ ეს არც პირველია, არც უკანასკნელი.

მან ძალიან აკრგად იცის რა დამოკიდებულება მაქვს დამოუკიდებელი სასამართლოს მიმართ, იცის რატომ ვიყავი მისი მხარდამჭერი. მან ძალიან კარგად იცის რა მინდა ქართული მართლმსაჯულებისგან. რასაც აკეთებს, რატომ აკეთებს თქვენ განსაჯეთ”, — თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ თამარ ჩუგოშვილმა, ქართულ ოცნებაში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე დაურეკა და სთხოვდა გაჩუმებულიყო. მისი თქმით, ჩუგოშვილი ამბობდა, რომ არ მოსწონდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში “ხმაური”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად