თამარ ჩუგოშვილი: ხელისუფლებაში დაბრუნებული ბოკერია ვერ წარმომიდგენია

ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ევროპული საქართველო” აცნობიერებს და ხვდება იმას, რომ იმ რადიკალურ პოლიტიკას, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ახორციელებს, ამ რადიკალური პოლიტიკის გაგრძელება და იგივე ხაზზე დაჯდომა, მათთვის ელექტორალურად არის წამგებიანი, შესაბამისად ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი ამომრჩეველი გამოკვეთონ და ეს ამომრჩეველი იყოს “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლისგან განსხვავებული. თუმცა მოლოდინი იმისა, რომ ოდესმე ბოკერიას მოუწევს ვინმეს ამნისტიაზე გადაწყვეტილების მიღება, არ მაქვს, იმიტომ, რომ ვერ წარმომიდგენია ის ხელისუფლებაში დაბრუნებული,” – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად