A1 ბანერი

თამარ ჩუგოშვილი: იუსტიციის საბჭოს წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა!

ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტი თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მე არ ვიცი საბჭოს რა გონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა!
მოსამართლეების კანდიდატების მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ”, – წერს თამარ ჩუგოშვილი

ცნობისთვის,საზოგადოებრივი ვნებათაღელვა იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ მოსამართლეების სიაზე გრძელდება. იურისტების, უფლებადაცველების და ამ საკითხზე მომუშავე ენჯეოსექტორის დიდი ნაწილი იმ პერსონების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად დანიშვნას აპროტესტებს, რომლებსაც არაერთ გახმაურებულ საქმეზე გამოუტანიათ განაჩენი თუ გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გარკვეული ნაწილი მზად იყო მათთვის მხარი დაეჭირა, გუნდში ამას სერიოზული დაპირისპირება მოჰყვა.დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. უკვე ხმამაღლა დაიწყო საუბარი მოსამართლეთა შერჩევის ახალ კრიტერიუმებზე.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ თუ, ვინ არის 10 კანდიდატი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დაასახელეს (სია).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...