თამარ ჩუგოშვილი: იუსტიციის უმაღლესი საბჭო როგორც დაკომპლექტდა, ჩემთვის იმედგაცრუება იყო

"სასამართლო სისტემამ მიიღო გადაწყვეტილება და დააკომპლექტა იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის დროზე, ჩემთვის ეს იმედგაცრუება იყო",- ამის შესახებ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა "იმედთან" განაცხადა. 

"ქართულმა ოცნებამ" უზრუნველყო სასამართლო სისტემაში შიდა დემოკრატიის შეტანა იმიტომ, რომ ეს იყო ის, რაც სასამართლო სისტემას დამოუკიდებლობისთვის ყველაზე მეტად აკლდა. სასამართლო სისტემამ მიიღო შიდა გადწყვეტილებები და გარკვეულ თანამდებობებზე დანიშნა ადამიანები, ვინც დანიშნა. შეიძლება, საზოგადოება ამით ბედნიერი არ არის. შეიძლება, გარკვეული გადაწყვეტილებებით არც მე ვიყო ბედნიერი და არც ვარ. 

როდესაც იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება პირველად თავისუფალ არჩევნებში, დახურული კენჭისყრით სასამართლო სისტემამ მიიღო გადაწყვეტილება და დააკომპლექტა იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის დროზე ჩემთვის ეს იმედგაცრუება იყო. მაქვს მოლოდინი, რომ მომავალში სასამართლოში ბევრად უფრო ჯანსაღი პროცესები წავა, თუმცა სასამართლო ვიტარდება ევოლუციური გზით. სასამართლო ვერ განვითარდება რევოლუციური გზით და შესაბამისად, დროთა განმავლობაში დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ის ღია პროცესები, რომელიც მიდის რეფორმების გაგრძელების პარალელურად საერთო ჯამში სისტემაში შეიტანს გაჯანსაღებას. 

სასამართლო სისტემა დღეს ისეთი არ არის, როგორიც გვინდა, რომ იყოს. ამაზე მუშაობის გაგრძელებაა საჭირო",- განაცხადა ჩუგოშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად