თამარ ჩუგოშვილი: გამოძიებასთან არ თანამშრომლობა საზოგადოების ცნობიერების პრობლემაა

NULL

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 51-ე სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებასთან გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა არ ითანამშრომლა, რაც საზოგადოების ცნობიერების პრობლემაა.

“ძალიან ცუდი ფაქტია ის, რომ გამოკითხულების დიდი ნაწილი არ თანამშრომლობის გამოძიებასთან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს არა მხოლოდ სახელმწიფოს პრობლემაა, არამედ საზოგადოების ცნობიერების პრობლემაცაა. აუცილებელია გამოძებასთან თანამშრომლობა”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, ვერაზე ურთიერთშელაპარაკებისას 2 არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი არასრულწლოვანი, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. მეორეს 3 ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმება მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავა. მეორე პირს კი, ამ დრომდე ეძებენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა 150 პირი დაკითხეს -არასრულწლოვანების მშობლები, მათი ოჯახის წევრები, ასევე მათი კანონიერი წარმომადგენლები. როგორც შს მინისტრმა განაცხადა, გამოკითხულიდან ძალიან ცოტამ ითანამშრომლა გამოძიებასთან. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად