თამარ ჩუგოშვილი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე: მთავარია, სახელმწიფომ მოახერხოს იმ პირების დაცვა, რომლებსაც შესაძლოა, მსგავსი რამ ემუქრებოდეთ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ჟურნალისტის მიმართ სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა მძიმე დანაშაულია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს დაიცვას ის პირი, რომელიც მსგავსი დანაშაულის ჩადენას გეგმავდა.

“ინფორმაცია ასე ვრცელდება და შგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზუსტად ეს აქტი იყო ჩაფიქრებული. ჟურნალისტის მიმართ მსგავსი ტიპის, განსაკუთრებით სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა ან მუქარის განხორციელება ყველამ ვიცით, რომ ძალიან მძიმე დანაშაული არის. მთავარი არის, რომ სახელმწიფომ მოახერხოს დაცვა იმ პირების, რომლებსაც შესაძლოა მსგავსი რამ ემუქრებოდეთ“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

მოგვიანებით, თემაზე სუს-მა განცხადებაც გაავრცელა, სადაც, ნათქვამია რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

სუსი: რუსეთის მოქალაქე დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე – თავი შეიკავეთ ნებისმიერი სახის, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად