თამარ ჩუგოშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა

პარლმენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, პეტრ მიკისკასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

„ჩეხეთის ახალი ელჩი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყნის როგორც საგარეო, ასევე შიდა პოლიტიკის საკითხებში. როგორც ჩვენი მეგობარი და  პარტნიორი ქვეყანის ელჩს, ბატონ პეტრ მიკისკას  სურვილი აქვს, რომ  უფრო გააქტიუროს ჩვენი მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლმენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად