თამარ ჩუგოშვილი: აშშ-ს ყურადღება საქართველოს მიმართ ძალიან მაღალია, რაც კარგი და სასურველია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ ყურადღება ძალიან მაღალია, რაც კარგი და სასურველია, რადგან ქვეყანას ასეთი ყურადღება სჭირდება.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა მაიკ პომპეოს გზავნილების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად გასაგები და ლოგიკურია, რომ მისი მხრიდან იმ საკითხების ხაზგასმა მოხდა, რაშიც აშშ საქართველოში შიდა პროცესების თვალსაზრისით ყველაზე მეტად არის ჩართული.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერას უკავშირდება. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები ეს არის. რაც შეეხება შიდა და დემოკრატიულ პროცესებს, ამ გზავნილების გაჟღერება ბუნებრივიც არის, მათ შორის საპარლამენტო და სასამართლო რეფორმაზე. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ყველა ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად თანამშრომლობს. წლების განმავლობაში, ამერიკა მართლმსაჯულების საკითხებზე რეფორმების განხორციელებას სხვადასხვა ფორმით, ტექნიკური დახმარებით მხარს უჭერდნენ. ის, რომ საქართველოს შიდა საკითხებზეა აქცენტი გაკეთებული, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ ამერიკის ყურადღება საქართველოს მიმართ ძალიან მაღალია, რაც კარგი და სასურველია, რადგან ასეთი ყურადღება გვჭირდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის,  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა გაცილებით უფრო სიღრმისეულია, ვიდრე უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას ხაზი გაესვა მიმდინარე რეფორმების გაგარძელების აუცილებლობას სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისა და დემოკრატიის ფარგლებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისმიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...