თამარ ჩუგოშვილი: არიან პარტიები, ვისთანაც კოალიციას ვერ და არ შევქმნით

“პროპორციულ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსტიტუციური ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ახლადარჩეული პარლამენტი კოალიციური მთავრობის ფორმირებას შეძლებს, მთავრობა მუშაობას შეუდგება”. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა განაცხადა და განმარტა, რომ თუ მთავრობის დაკომპლექტება ვერ მოხდება და ხელახალი არჩევნების ჩატარება იქნება საჭირო, ამოქმედდება ნორმა, რომელიც 5%-იან საარჩევნო ბარიერს ითვალისწინებს.

„მას შემდეგ, რაც ძალაში შევა კონსტიტუციური ცვლილებები პროპორციულ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ ახლადარჩეული პარლამენტი შეძლებს კოალიციური მთავრობის ფორმირებას, მაშინ მთავრობა მუშაობას შეუდგება. იმ შემთხვევში, თუ მთავრობის დაკომპლექტება ვერ მოხდება და ხელახალი არჩევნები იქნება ჩასატარებელი, მაშინ შემოვა ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს 5%-იან საარჩევნო ბარიერს და ამაზე საუბრობდა ირაკლი კობახიძე. ყველა ვაცნობიერებთ იმას, მეტ-ნაკლებად ვისთან შეიძლება კოალიციაზე საუბარი და ვისთან, არა. არიან პარტიები, ვისთანაც კოალიციას ვერ და არ შევქმნით, არიან პარტიები, ვისაც ჩვენთან კოალიციის შექმნის სურვილი არ აქვს. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, კობახიძე თავის ვარაუდს გამოთქვამდა, მომავალ პარლამენტს რა შემთხვევაში აქვს კოალიციის შექმნის პოტენციალი და რესურსი. ბუნებრივია, ჩვენი, როგორც პოლიტიკური ძალის მიზანია, არჩევნებში მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვება, იდეალურ შემთხვევაში, ეს იქნებოდა 50 პროცენტი ან მეტი, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ მოსახლეობა ამის ნებას გამოხატავდა. ვუშვებთ იმას, რომ შესაძლებელია, 50 პროცენტზე ნაკლები მივიღოთ“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ: ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად