თამარ ჩუგოშვილი: არ მივცემთ ოპოზიციას სიტუაციის არევის უფლებას

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ მისცემენ უმრავლესობას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების საშუალებას.

​ოპოზიციის მხარდაჭერას არც ველოდებით მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებაზე. ოპოზიციას არასდროს არ გამოუვლენია არცერთი მთავრობის შემადგენლობის მხარდაჭერა. ვისაც აქვს საპარლამენტო უმრავლესობა, ის პარტია წარადგენს კანდიდატურას და ის პარტია წარადგენს კანდიდატურას და ამ შემადგენლობას ოპოზიციის მხარდაჭერა არც ამჯერად აქვს. რაც ეხება იმას, რის უფლებას მოგვცემენ და რის უფლებას არ მოგცემენ, ჩვენ არ მივცემთ მათ სიტუაციის არევის უფლებას. დანარჩენი, რაც შეეხება პროტესტის გამოხატვას, მშვიდობიანი ფორმით აზრის დაფიქსირებას, მანიფესტაციას და ა.შ. ეს მათი უფლებაა და ბუნებრივია, შეუძლიათ ასეთი პროტესტები გამართონ”-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად