თამარ ჩუგოშვილი: არ ჩანს ოპოზიციას რა გეგმები აქვს და არ ვიცით, რა მოხდება თუ შეთანხმება ვერ შედგა

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების მიუღწევლობა პრობლემა მხოლოდ ხელისუფლებისთვის არ არის და თუ ოპოზიციამ ამ პროცესის რაღაც შედეგით დასრულება ვერ შეძლო, ეს შეიძლება, მათთვის ძალიან ცუდად დამთავრდეს.

„არ ჩანს, რა გეგმები აქვთ. ეს ნათელი არ არის და ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ შედგა. ამბობენ, რომ კრიზისი იქნება და ველოდებით იმას, როდის დადგება კრიზისი, რომელიც ვერ დაიძლევა. მე, როგორც მოქალაქეს, ნამდვილად არ მინდა, ისეთ კრიზისში შევიდეთ, საიდანაც უბრალოდ, ვერ გამოვალთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დროს პრეზიდენტს გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა ჰქონდეს, რათა დაყოფისკენ მიმავალი საზოგადოება გაერთიანებისკენ მიმართოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ამ როლს ვერ ასრულებს.

„ის ამ როლს ვერ ასრულებს. ჩვენთან პრეზიდენტს არ შეუსრულებია ასეთი ფუნქცია და ვერც შეასრულებს იმიტომ, რომ ის არ ითვლება ზეპარტიულ და მიუკერძოებელ აქტორად, რომელსაც არ აინტერესებს კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიღმა რა ინტერესებია და აინტერესებს საზოგადოების გაერთიანება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად