თამარ ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილი არის უპასუხისმგებლო, მხდალი, გადამგდგები და არაკაცი!

“კაცის სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს, კაცი 40-ჯერ რომ იტყვის ჩამოვდივარო და არ ჩამოდის, ის არის არაკაცი” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” აქტივისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა მერაბ მეტრეველთან გადაცემაში.

“სააკაშვილმა რამდენიც არ უნდა იყეფოს იქედან და ცვალოს ფირფიტები, როგორც არ უნდა ცვალოს და იაფერისტოს, მის კერპად იქცა ივანიშვილი. ეტყობა იმდენად აღფრთოვანდა ივანიშვილმა რომ მოუგო, რომ მისი კერპი გახდა. სააკაშვილი და ივანიშვილი არის ერთი ბოროტების ორი მხარე, რომელიც დემოკრატიულმა კოალიციამ უნდა დაამარცხოს.

როგორც კოკა კოლაა, ისევეა “ნაცმოძრაობის”  5 -ანი დღეს. დავდივარ და ხელებში მეფშვნება ეგ ხუთიანი, ისევ სააკაშვილის წყალობით. სააკაშვილს ხალხი ჰგონია ცცვრების ფარა. როგორ ჰგონია, 40-ჯერ რომ ეტყვი ხალხს ჩამოვალო და არ ჩამოდიხარ, არ ხარ გადამგდები და არაკაცი?

რატომ აექცევა ხალხს ასე უპატივცემულოდ? ეს ხალხი სულელი კი არაა. გამოდის კიდევ, აქ ვინც დააყენა ვიღაც ტიპი, მურთაზ ზოდელავა, ფული არ გამოართვათ, კორონა გადაგედებათო, იძახის ასეთ სისულელეს.

ნაცმოძრაობას უფრო მეტი რეიტინგი ექნებოდა, სააკაშვილი რომ დაეოკებინათ.სააკაშვილი არის უპასუხისმგებლო, მხდალი, გადამგდგები, მეტს ვერაფერს ვიტყვი. რას იზამს იცი? ბიძინამ რომ მისი განცხადებების გამო წარმატებას მიაღწიოს, თვითონ გადაბრუნდება და კიევში, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში გადაბრუნდება და დაიძინებს და იგულავებს.”- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად