თამარ ჩერგოლეიშვილი: ვანო მერაბიშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” თავისი ხელებით ააწყო

ამის შესახებ გამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელმა, პოლიტიკურმა კომენტატორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

7-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ჯერჯერობით არ გაუკეთებია განცხადება, რომელ პოლიტიკურ პარტიაში იქნება.

როგორც პოლიტიკურმა კომენტატორმა  გადაცემა “ღამის ამბებში” განაცხადა: „მთავარი გადასაწყვეტია თვითონ ვანო მერაბიშვილს რა სურს. იქ არის ერთი ძალიან დელიკატური საკითხი. იმიტომ რომ ჯერჯერობით ვანო მერაბიშვილი არის “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი. ხშირად არასწორ ფორმულირებას აკეთებენ, აი თქვენი პარტია ორ ნაწილად გაყოფილი დაგხვდათ და… ეს არ არის ერთი პარტია ორ ნაწილად გაყოფილი. ეს არის საერთოდ სხვა პარტია „ევროპული საქართველო“ და იმისთვის, რომ გაირკვეს ვანო მერაბიშვილს რომელი პარტია უნდა და რომელი პარტია მიიპატიჟებს თავისკენ. მერაბიშვილმა უნდა თქვას სად მიდის. ის რომ ერთ პარტია დახვდა ორ პარტიად დაყოფილი ეს აბსოლუტურად სწორი არაა.
სხვა პარტიაა “ევროპული საქართველო”. მიუხედავ და განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისა“, რომელიც მართლა ვანომ ააწყო თავისი ხელებით. „ევროპული საქართველო“ სხვანაირად შეიქმნა და ალბათ, ჯერ უნდა გაირკვეს ვანოს რა უნდა.
აი, ის ხალხი ვინც კითხულობს, ვანო მერაბიშვილს აქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება?! კარგით რა, ემზარ კვიციანია პოლიტიკაში და პარლამენტში ზის და კობა ნარჩემაშვილი”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად