თამარ ჩერგოლეიშვილი: თავისუფალი ვანო მერაბიშვილი ოპოზიციას გააძლიერებს

“ტაბულას” დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილი აზრით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ოპოზიციას გააძლიერებს.

როგორც ჩერგოლეიშვილი განმარტავს, მერაბიშვილმა უნდა გაიაზროს შეცდომები და მიხვდეს, რა არის ახლა საზოგადოების დაკვეთა.

“თავისუფალი ვანო მერაბიშვილი, საბოლოო ჯამში, ოპოზიციას გააძლიერებს. აქვს პოტენციალი, დამოკიდებულია იმაზე, დამოკიდებულია როგორ იაზრებს ამ პროცესებს. პირველ რიგში, მე არ ვართ მომხრე, რომ ვუკიჟინოთ, წადი დასასვენებლად, გამოთიშული ხარ.

მთავარია რომ ხვდებოდეს დღეს რა პროცესები მიმდინარეობს. მთავარია ხვდებოდეს დღევანდელ დღეს მოსახლეობის დაკვეთა რა არის. მთავარია გაიაზროს რომ ის 9 წელი თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, რამდენად დაინახეს რომ საზოგადოება გაიზარდა. რამდენად მიხვდა ის რომ სხვა ტიპის მმართველობაზეა დაკვეთა. თუ აქვს უნარი სხვა ტიპის მმართველობას შეეგუოს”-ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად