თამარ ჩერგოლეიშვილი: შემდეგში ხაზარაძის დაჭერას დაელოდეთ

“ხო გვეგონა ბიძინა სულელი, მელია რომ დაიჭირა? მაგრამ ვაღიაროთ, რომ ჩვენი ოპოზიციონერების სუსტ ნებისყოფას ჩვენზე კარგად აცნობიერებს და ზუსტად იცოდა, რომ მელიაში უზურპირებული ძალაუფლების ლეგიტიმაციას გაცვლიდა.” – ამის შესახებ “ტაბულას” დორექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ასე რომ, შემდეგში ხაზარაძის დაჭერას დაელოდეთ.
გაცვლის ვაშაძე რამეში – მაგალითად შემოწირულობის ჭერს გაუზრდიან 60 დან 80 ათასამდე და მორიგ გამარჯვებად გამოაცხადებს.
p. s. ხელმომწერი, სუსტი ნებისყოფის ოპოზიცია როცა აწუწუნდება, გაითვალისწინოს, რომ ეს წესი თავად დანერგა.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...