თამარ ჩერგოლეიშვილი: საქართველოში 3 კერპის კარიკატურაა: პატრიარქი, მიშა და ბიძინა (ვიდეო)

„ამ ქვეყანაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, 3 კერპის კარიკატურაა“,
– ამის შესახებ “ტაბულას” დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

„ამ ქვეყანაში არის 3 კერპი, შეიძლება კერპის კარიკატურა დავარქვათ – პატრიარქი, მიშა სააკაშვილი და ბიძინა. მათ ჰყავთ თავიანთი მრევლი. ყველასთან დაპირისპირებული ვარ და სამივეს მრევლი 10 წელია ჩემზე ახორციელებს საოცარ მიზოგინიურ (ქალთმოძულეობა, ქალთა და გოგონათა მიმართ უნდობლობა, პათოლოგიური ანტიპათია) შეტევებს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა “tv პირველში” ეკა მიშველაძესთან სტუმრობისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად