თამარ ჩერგოლეიშვილი: სამწუხაროდ, დღეს ბიძინა არის უფრო ძლიერი, ვიდრე სააკაშვილის ჩამოსვლამდე იყო

ნამდვილად გასახარია, რომ ადამიანები აღარ შიმშილობენ და სააკაშვილი კლინიკაშია, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ბიძინა არის უფრო ძლიერი, ვიდრე სააკაშვილის ჩამოსვლამდე იყო. – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“საპარლამენტო ბოიკოტის დროს მელია დაიჭირა და მაგის გათავისუფლება აქცია ნაცების, ლელოს და სხვების “გამარჯვებად” და სანაცვლოდ პარლამენტში შერეკა – პარლამენტის ლეგიტიმაცია მიიღო.
გათავისუფლების მოთხოვნით მოშიმშილე სააკაშვილი გლდანში გადაიყვანა, ღირსება შეულახა და იქამდე დატოვა, სანამ გამარჯვებად სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა არ აქცია.
მე ვბრაზობ, იმიტომ რომ გამჭვირვალეა ივანიშვილის მანიპულაციის მეთოდები და ამდენი იდიოტი, მაგის მახეში ვარდება – ცუდია, როცს თავს მანიპულირებულად გრძნობ.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
კომენტარები
იტვირთება...