თამარ ჩერგოლეიშვილი სალომე სამადაშვილზე: მიშას მონა იზაურა ამეტყველდა!

მიშას მონა იზაურა, – ასე მოიხსენიებს “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი ენმ-ის წევრ სალომე სამადაშვილს

მიშას მონა იზაურა ამეტყველდა! – ეს შეფასება თამარ ჩერგოლეიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სალომე სამადაშვილი გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა.

სამადაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რომელი ოპოზიციური ერთობის დაშლაში ადანაშაულებს გიგი უგულავა მათი პარტიის ლიდერს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და აცხადებს, რომ უგულავა საკუთარი ქვეყნის მომავალზე იაფფასიანი სერიალებით აზროვნებს:

“მაინცდამაინც კარგად არ მესმის, რომელი ოპოზიციური ერთობის დაშლაში ადანაშაულებს ბატონი უგულავა სააკაშვილს. მაგალითად, გიორგი ვაშაძემ მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა “ძალა ერთობაშია” საკუთარი გადაწყვეტილებით. ასევე, არ არის სიმართლე, რომ ერთიანობა ოპოზიციის ვერ შედგა, ჩვენ გაერთიანებული ვართ ძალიან მნიშნველოვანი თემების გარშემო. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი და ყოველთვის მაღალი ინტელექტით გამორჩეული გიგი უგულავა რაღაც იაფფასიანი სერიალების იმიჯებით აზროვნებს საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი სამშობლოს მომავალზე” ,- ამბობს სალომე სამადაშვილი.

მანამდე, გიგი უგულავამ სოციალურ ქსელ ფისბუკში ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც სააკაშვილი ოპოზიციის ერთიანი ფორმატის დანგრევაში დაადანაშაულა და სერიალ “სატახტოთა თამაშების” პერსონაჟს, სერსეი ლანისტერს შეადარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად