თამარ ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილი არის ლაჩარი და არასოდეს დაუდგება გვერდში უმცირესობას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ლაჩარი და არასოდეს დაუდგება გვერდში უმცირესობას, – ამის შესახებ პოლიტიკური კომენტატორი, “ევროპული საქართველოს” წარმოამდგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“სააკაშვილი არის ლაჩარი და არასოდეს დაუდგება გვერდში უმცირესობას.
ინსტიქტიც დაჩლუნგებული აქვს და ყავლგასული საზომით ზომავს პრაგმატულობას.
ეს გასაგები გახდა 2013 წელს, როდესაც 17 მაისის გამართვის უფლება დააყენა ეჭვქვეშ.
მას რომ ჩაგრულის გვერდით დგომის ღირსება და ღირებულებები გააჩნდეს, ერთად ვიდგებოდით”, – წერს თამმარ ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, “ვაი ამათ პატრონს”, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ღირსების მარშის უკან “რადიკალური ოპოზიცია” სააკაშვილის მეთაურობით დგას.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ სხომაზე განაცხადა –  დღეს „ღირსების მარშის“ ჩატარება რუსთაველის გამზირზე მიმაჩნია მიზანშეუწონლად

5 დღიანი პრაიდ-კვირეული დღეს ღირსების მარშით უნდა დასრულდეს. თუმცა, საბოლოო გადაწვეტილება აქციის ორგანიზატორებს არ მიუღიათ.  – Tbilisi Pride: ღირსების მარშის ჩატარებაზე დღის პირველ ნახევარში, საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას გავაჟღერებთ

შეგახსენებთ, სხვადასხვა რელიგიური კონფესიები სახელმწიფოსგან მოითხოვენ არ ჩატარდეს “ღირსების მარში”.

 

ცნობისთვის, 5 დღიანი პრაიდ-კვირეული დღეს ღირსების მარშით უნდა დასრულდეს. თუმცა, საბოლო გადაწვეტილება აქციის ორგანიზატორებს არ მიუღიათ.  – Tbilisi Pride: ღირსების მარშის ჩატარებაზე დღის პირველ ნახევარში, საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას გავაჟღერებთ

შეგახსენებთ, სხვადასხვა რელიგიური კონფესიები სახელმწიფოსგან მოითხოვენ არ ჩატარდეს “ღირსების მარში”.

მუსლიმთა სამმართველო “ლგბტქ+ პრაიდზე”: ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით

თბილისის დიდი სინაგოგა: ვთხოვთ ხელისუფლებას არ დაუშვას ე.წ. “პრაიდის” ჩატარება

საპატრიარქო ელჩებს და ევროპარლამენტარებს: თავი შეიკავეთ “თბილისი პრაიდის” მხარდაჭერისაგან

კომენტარები
იტვირთება...