თამარ ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილის ადგილას, მე საქართველოში დავრჩებოდი

"გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილს იძულებით მოუხდა საქართველოს დატოვება, ეს მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და არავის ვაკრიტიკებ ამის გამო, მაგრამ მე მის ადგილას დავჩებოდი საქართველოში.  როცა ასეთ ტურბულენტურ ქვეყანაში იწყებ მოღვაწეობას, უნდა იყო მზად უსამართლობისთვისაც, ციხისთვისაც" – განაცხადა "ტაბულას" დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა დიანა ტრაპაიძესთან გადაცემაში.

"პოლიტიკა რა არის? ყველაზე მთავარი დამკვეთი არის ხალხი. ხალხს ხომ უნდა გრძნობდე? ჯორჯ ვაშინგტობო სულელი ხომ არ იყო, ორი ვადით რომ შემოფარგლა პრეზეიდენტობა? ხელისუფლებაში როცა ხარ, გარკვეულწილად იზოლირებულიც ხარ. შეუძლებელია, რომ სააკაშვილი იზოლირებული არ ყოფილიყო. ამის შემდეგ ადგა და გავიდა ქვეყნიდან. ის რომ საქართველოში ყოფილიყო, თავში აზრად არ მოუვიდოდა იმის თქმა, რომ ყრილობა უნდა ჩავატაროთ დიდგორზე" – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა. 

მისი თქმით, "ნაცმოძრაობაში" არასდროს ყოფილა ისეთი დემოკრატია, რომელიც არის დღეს.

"პოლიტსაბჭოში დმყარდა სრული დემოკრატია, ვერასდროს იოცნებებდა ვერც გიგი წერეთელი და ვერც თინა ბოკუჩავა, რომ მათ ხმას შეიძლებოდა გადაეწყვიტა ასეთი რამეები.

დემოკრატია მოერია ერთპიროვნულ მმართველობას. ადამიანებმა წონის განცდა შეიგრძნეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დამსახურებაა ის, რომ ერთადერთი პროდასავლურ ძალა არ არის ქუჩაში გამარგინალების გზაზე. " – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად