თამარ ჩერგოლეიშვილი „ოცნებაზე“: რაღაცნაირი გოიმები არიან

ევროპელ პოლიტიკოსს რომ ეუბნები, ოპოზიციაში არიან ფაშისტები. ამას რომ ეუბნები ევროპელ პოლიტიკოსს ამას ოპოზიციაზე იძახი თუ საკუთარ თავზე, რომ არაადეკვატური ხარ? – ამის შესახებ “ტაბულას” დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ზუსტად ასეთივე არადეკვატურობას ავლენს ხელაშვილი იმ იმედით, რომ ეს ბიძინა ივანიშვილს ესმის.

“რაღაცნაირი გოიმები არიან, ფიქრობენ, რომ “დემოკრატები” ისე შეწუხებულები არიან იმით, რაც ხდებოდა კონგრესში, რომ თუ ადგება და ხელაშვილი ვაშლზე იტყვის ფორთოხალიაო, ამერიკელები დეგენარატები არიან და დაუჯერებენ, რომ გუშინ აქ ის ხდებოდა, რაც 6 იანვსრს კონგრესში.

ოპოზიციასთან შეხვედრაც არ არის საჭირო, რეალურად ჩვენი დასავლელი პარტნიორების მათთან შეხვედრა საკმარისია, რომ მათზე დასკვნები გამოიტანონ. ევროპელ პოლიტიკოსს რომ ეუბნები, ოპოზიცია – ელენე ხოშტარია, გიგა ბოკერია, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, ბადრი ჯაფარიძე არიან ფაშისტები. ამას რომ ეუბნები ევროპელ პოლიტიკოსს, ამას ოპოზიციაზე იძახი თუ საკუთარ თავზე, რომ არაადეკვატური ხარ? ზუსტად ასეთივე არადეკვატურობას ავლენს ხელაშვილი იმ იმედით, რომ ეს ბიძინა ივანიშვილს ესმის”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...