თამარ ჩერგოლეიშვილი: მთავარი ის კი არაა, როგორ გამოვა მელია ციხიდან, არამედ ქვეყანა როგორ გამოვა კრიზისიდან

მთავარი ის კი არაა, როგორ გამოვა მელია ციხიდან, არამედ ქვეყანა როგორ გამოვა კრიზისიდან, – ამის შესახებ “ტაბულას” დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“მთავარი ის კი არ არის, როგორ გამოვა მელია ციხიდან, არამედ ის, როგორ გამოვა ქვეყანა კრიზისიდან. მელია არის კრიზისის ილუსტრაცია, მელიამ თავისი ნაბიჯით მოახდინა კრიზისის ილუსტრაცია. კრიზისის ამოწურვასთან ერთად მელიაც გამოვა. თუ ამ სიტუაციიდან ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანენ არცერთ ნაბიჯს არ განვსჯი.

ამ სიტუაციიდან ყველა შემთხვევაში ვადამდელი არჩევნებით უნდა გამოვიდეთ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებს არ ენდობიან, არამედ ფიზიკურად შეუძლებელია ასეთი პოლარიზაციის პირობებში, როდესაც 45% ამბობს, რომ ვადამდელ არჩევნებს ხედავს, ანუ იმაზე მეტი ვინც ბოიკოტს უჭერს მხარს და ესეც ხომ ნიშანდობლივია?! ისინიც კი უჭერენ ვადამდელს, ვინც ბოიკოტს არ ამართლებდნენ და მე ამაში შევდივარ. აქედან გამომდინარე მელიას საქმის გადაწყვეტა იქნება პოლიტიკური გადაწყვეტა”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...