თამარ ჩერგოლეიშვილი: მოსახლეობაში პანიკაა, პასუხისმგებელი პირი კი ხელს იშვერს ოპოზიციისკენ, ეს უსუსურად წარმოაჩენს თავად ხელისუფლებას

ეს განცხადება „ტაბულას” დამფუძნებელმა თამარ ჩელგოლეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.

„როდესაც ასეთი კრიზისია, პანიკაა მოსახლეობაში უამრავი ნაცნობია უკვე ჩემს გარშემო, წლების უნახავი ადამიანები მწვდებიან, რომ ჰოსპიტლებში ადგილს ვერ პოულობენ, ამ დროს გამოდის ადამიანი, რომელსაც ამ სიატუაციაზე პასუხისმგებლობა აკისრია და ხელს იშვერს ოპოზიციისკენ, მიმაჩნია ეს არაპრაგმატულია თავად ხელისუფლებისთვის, რადგან უსუსურად წარმოაჩენს. ასევე არის ძალიან დიდი უზნეობა, რადგან მათივე კარის ეპიდემიოლოგი ჯერ კიდევ 23 ოქტომბერს აცხადებდა, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში მოსალოდნელი იყო ინფიცირებულთა რაოდენობა 4000-მდე ასულიყო”,  – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად