თამარ ჩერგოლეიშვილი: მიშამ დაიწყო ბიძინას მიბაძვა ამომრჩევლის გადაგდებაში – მისი “ჩამოსვლის” დრამა უკვე ანეკდოტია

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა არცერთი დაპირება არ შეასრულა გარდა იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან ამოაგდო. – ამის შესახებ “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს,

“ვარდების რევოლუციის მთავარი მონაპოვარი მოსახლეობის ოპტიმიზმი იყო.
მე აქ არ ვცხოვრობდი როცა მოხდა.
დეკემბრის ბოლოს ჩამოვედი.
ზამთარი წინა წლებში ძალიან მძიმე იყო, ხალხი – მოღუშული.
რაც 2003 მიწურულს დამხვდა, სრულიად განსხვავდებოდა წინა საახალწლო ჩამოსვლებისგან – ხალხი კარგ ხასიათზე იყო. ქუჩაში, რესტორანში, მაღაზიაში – ყველგან იმედიან განწყობას გრძნობდი.
როცა ბიძინა აირჩიეს, ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ იმედიანად იყო – ფიქრობდნენ, რომ ახლა როცა შუქი აქვთ, ინფრასტრუქტურა და სახელმწიფო სერვისები მოწესრიგებულია, ფილანტროპი კაცი “სამართალს აღადგენს”, უფასო ფულს დაგვირიგებს, ჭორვილასავით ვიქნებით.
და ამით დაიწყო ტოტალური უნდობლობის და პესიმიზმის აღმართი.
ბიძინამ არცერთი დაპირება არ შეასრულა გარდა იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან ამოაგდო.
უფასო ფული – გაუფასურებული ლარი აღმოჩნდა.
ამასობაში მიშამ დაიწყო ბიძინას მიბაძვა ამომრჩევლის გადაგდებაში – მისი “ჩამოსვლის” დრამა უკვე ანეკდოტია.
ბიძინას და მიშას სხვა პოლიტიკოსებმაც მიბაძეს ამომრჩევლის იმედგაცრუებაში – უფრო შორსაც წავიდნენ, ზოგიერთი პოლიტიკიდან წასული, პარლამენტში შევიდა და ეთერიდან ვერ ხსნიან. სხვები რასაც მანამდე კატეგორიულად უარყოფდნენ, ახლა გამარჯვებად გვასაღებენ.
მოსახლეობის ოპტიმიზმის გარეშე ქვეყნის წინსვლა რთულია. ოპტიმიზმი, ნდობის გარეშე არ არსებობს.
This is why I am team Giga.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...