თამარ ჩერგოლეიშვილი: მართალი ჩანს ბიძინა, „ნაცების“ ხელისუფლებაში მოსვლა ადამიანების ღირსებაზე გადავლას ნიშნავს

„ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქში „ტაბულას” გვერდზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრისადმი სტატუსზე მომხმარებელთა კომენტარებს ეხმაურება

„აქ შეკრებილ ხალხს რომ ვუყურებ და კომენტარებს ვკითხულობ, მართალი ჩანს ბიძინა – ნაცების ხელისუფლებაში მოსვლა ადამიანების ღირსებაზე გადავლას ნიშნავს.
სად გაიზარდეთ ხალხო?” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი „ტაბულას” ფეისბუქ-გვერდზე

„ურნის დამხობის ინციდენტმა მგონი უფრო ნათელი გახადა რატომ ვთვლი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხედ მიშა სააკაშვილის ერთპარტიულ მმართველობას და რატომ მიმაჩნია, რომ სხვა პარტიებმა ნაცების გაწონასწორების და კონტროლის უნარი უნდა დააამტკიცონ. ეს ხალხი თუ არ შებოჭე, არ არსებობს ადამიანის ღირსების პატივისცემა შეძლონ. იგნორირებით არ იბოჭება არაფერი – მკაფიო შეფასება სჭირდება”, – წერს ტაბულას რედაქტორი თავის პირად ფეისბუქ-გვერდზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად