თამარ ჩერგოლეიშვილი: “ლელომ” ვაკეში კანდიდატის დაყენებით, საკუთარ სიტყვას ფასი დაადო – ნული თეთრი

“ევროპული საქართველოს” აქტივისტი, “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია “ლელოს” აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსი საკუთარ სიტყვას თუ პატივს არ სცემს, ის არ საზოგადოებას სცემს პატივს.

“პოლიტიკოსი საკუთარ სიტყვას პატივს თუ არ სცემს, არც თქვენ გცემთ პატივს – ეგ გაითვალისწინეთ. ლელომ ვაკეში კანდიდატის დაყენებით, საკუთარ სიტყვას ფასი დაადო – ნული თეთრი”, -წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლელომ 12 აგვისტოს დაასახელა. მათ შორის არიან კანდიდატები თბილისის ყველა ოლქში, ასევე, 18 მაჟორიტარულ ოლქში რეგიონებიდან. ამ დრომდე უცნობია დარჩენილი 5 ოლქის საკითხი.

ვაკის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად “ლელომ” “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ლევან კობერიძე დაასახელა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად