თამარ ჩერგოლეიშვილი: ხალხი ქუჩაში იმიტომ არ გამოდის, რომ ნდობის კრიზისია, სიტყვას ფასი დაეკარგა

ხალხი ქუჩაში იმიტომ არ გამოდის, რომ ნდობის კრიზისია, სიტყვას ფასი დაეკარგა, – ამის შესახებ პოლიტიკურმა კომენტატორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“რაც შეეხება იმას, რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში, ამის მთავარი მიზეზი არ არის დაშინება. რასაკვირველია ავტორიტარული ხელისუფლებები ხალხს აშინებენ, მაგრამ ბოლომდე ვერ აშინებენ. მით უმეტეს საქართველოში ჩვენ გვინახავს გაბრაზებები ნებისმიერი ხელისუფლებების მიმართ. მე საზოგადოებას ვერ გავკიცხავ ამის გამო. ქვეყანაში არის ნდობის კრიზისი. ამას ვხედავ ყველგან – აქტივისტებს შორის, პოლიტიკოსებს შორის, პოლიტიკურ ელიტასა და ხალხს შორის, ადამიანებს შორის…

ნდობის კრიზისია, რაც იწვევს მერე სტატუსკოვოს მიმართ მიკერძოებას. ამიტომ არის, რომ რასაც ვიტყვით, უნდა შევასრულოთ, ან საფუძვლიანად მაინც ავხსნათ, რატომ ვერ შევასრულეთ. დაკარგული აქვს სიტყვას ფასი. პრინციპში ივანიშვილმა დაუკარგა სიტყვას ფასი, გვახსოვს ყველას მისი დაპირებები და რეალურად ნიჰილიზმი გაჩნდა. ეს მე ვიგრძენი შარშან კამპანიის დროს. ჰგონიათ, რომ ყველა მოვატყუებთ”, – თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...