თამარ ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილის გამოწვევა მივიღეთ, ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ!

ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ, ჩვენ ივანიშვილის გამოწვევა მივიღეთ, – განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას ტაბულას გენერალურმა დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციაზე.

"აიპრესთან" საუბრისას თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ახლანდელ სიტუაციაში ერთ მხარეს დგას თავისუფლება, ხოლო მეორე მხარეს – "ახირებული ოლიგარქი".

"ყველაფერი არის ცალსახა და შავ-თეთრი. აღმოვჩნდით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ერთ მხარეს დგას თავისუფლება, თავისუფალი სამყარო, კეთილდღეობის სურვილი. მეორე მხარეს დგას ახირებული ოლიგარქი, რომელმაც სულ რაღაც 3 წელიწადში დაკარგა ხალხის მხარდაჭერა, 3 წელიწადში მიიღო ხალხისგან უარყოფა. ახლა ვხედავთ როგორ ებღაუჭება ის ძალაუფლებას, მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების გზით. ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს. ოღონდ ამისთვის ჩვენ გვჭირდება ძალიან ცივი გონებით მოქმედება, სიმშვიდე და სიმტკიცე. ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ, ჩვენ ივანიშვილის გამოწვევა მივიღეთ", – თამარ ჩერგოლეიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად