თამარ ჩერგოლეიშვილი: გამოდით მაგ დარბაზიდან, მიეცით დრო ხელისუფლებას, მთავრობა გადააყენოს და ვადამდელი დანიშნოს!

ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი თავის Facebook გვერდზე წერს.

“თანამოქალაქეებო, მეგობრებო, ოპოზიციონერო დეპუტატებო…

ჩვენ ვართ ფასეულობების ომში.

ამ ომში წყდება ამ ქვეყნის თავისუფლების ბედი.

ერთი ევროპული საქართველო, ან ერთი ელენე ხოშტარია არ ყოფნის ამ ბრძოლაში გამარჯვებას.

თქვენს გონიერებასაც მნიშვნელობა აქვს.

არანაირ პატივისცემას არ აღძრავს ამომრჩევლის თვალში ეს ჭიდაობა.

მხოლოდ ოპოზიციის სისუსტეს და სასოწარკვეთას აჩვენებს და ბიძინას ეხმარება იმით, რომ ამომრჩეველს ყველაფერზე გული ერევა და სტატუს კვოში რჩება.

გამოდით მაგ დარბაზიდან, მიეცით დრო ხელისუფლებას მთავრობა გადააყენოს და ვადამდელი დანიშნოს!

წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვეთ მანდატები.

ეს არის ერთადერთი გონივრული საქციელი ამ მომენტში.

გამარჯვებას ამომრჩევლის ნდობა და პატივისცემა სჭირდება.

არანაირ პატივისცემას არ აღძრავს ეგ ცირკი. არანაირ ნდობას.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები
იტვირთება...