თამარ ჩერგოლეიშვილი: ევროკავშირის განცხადება ნაჩქარევ, ერთგვარ ვალის მოსახდელ განცხადებად მიმაჩნია

“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ევროკავშირის განცხადებას, ნაჩქარევს და ვალის მოხდის მიზნით დაწერილს უწოდებს.

ის ამბობს, რომ ევროკავშირის განცხადებას თავის თავზე არ იღებს.

“მე ევროკავშირის განცხადებას საკუთარ თავზე არ ვიღებ.. ჰარცელს ეს არ დაუზუსტებია, რომელ მედიას გულისხმობდა, აზრზე არ ვარ.

ამიტომ მიმაჩნია, ევროკავშირის განცხადება ნაჩქარევ, ერთგვარ ვალის მოსახდელ განცხადებად, იმიტომ რომ დისკუსია მიდის, ცხარე დებატია ლეგიტიმურ საკითხებზე. თქვენ დამეთანხმებით კრიტიკის მიღმა არ დგას არავინ, არც გერმანიის ელჩი, არც ევროკავშირი, არც ამერიკა, არც პატრიარქი, არც მიშა, არც ბიძინა, ამაზე ხო ვთანხმდებით? საუბარია კრიტიკაზე, შენ თუ კრიტიკას ცდები და ადამიანს ცილს წამება, ეგ პრობლემაა და მე მაგას არ ვიზიარებ არავის მიმართ. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და იგივეს არავის არ ვუსურვებ. ყველა კითხვა რომელიც მე დავსვი, ლეგიტიმურია, ყველა ჩემი შეფასება არის ლეგიტიმური, მაგრამ მე ჩემს თავზე ევროკავშირის განცხადება არ მიმიღია”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად