თამარ ჩერგოლეიშვილი: … ეს იყო ჩემი ერთადერთი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან

“ტაბულას’ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” 2005 წლის აგვისტოში, მისი და გიგა ბოკერიას ქორწინების ისტორია გაიხსენა, როცა ის პირველად შეხვდა ბიძინა ივანიშვილს.

“მე და გიგა რომ ვქორწინდებოდით, არც ვიცოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო, მანქანა გაგვიფუჭდა. მან გაგვიჩერა და დაგვიტოვა თავისი მანქანა, მერე გვითხრეს… მივდიოდით გრიგოლეთში კვარიათიდან, ვქორწინდებოდით, გიგას მამაც იქ იყო. ჩემი პატარა, ორადგილიანი მანქანა მყავდა, იმაში ყველა ვერ ჩავეტეოდით. ვითხოვეთ მაქნანა ვიღაც აჭარელისგან, რომლითაც მივდიოდით. გზაში მანქანამ აადუღა წყალი და გავჩერდით ზუსტად “ციცინათელასთან”. ჩაიარა ორმა მანქანამ, შავი სამხედრო ნომრებით, მერე უკან მობრუნდნენ, ჩაიწია მინა, ვიღაც გამხდარი კაცი, თეთრ კოსტუმში დაგველაპარაკა, ჩემს მანქანას დაგიტოვებთ და დაგეხმარებათო. ჩავხსედით ამ მანქანაში და მივდივართ… აზრზე არ ვართ ვინ არის, ალბათ, გვიცნო და დაგვეხმარა… გიგამ გზაში დაურეკა ნაცნობს, თავდაცვის სამინისტროს ხალხი შეგვხდა და გვეხმარებიან, მანქანის გასაღები პროფილაქტიკაში დავტოვეთო…  უცებ მძღოლმა ჩაილაპარაკა, თავდაცვის სამინისტროს ხალხი არ ვართ, ეს ბიძინა ივანიშვილიაო…”- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ინგა გრიგოლია: მძღოლი გომელაური ხომ არ იყო, ან ჩუბინიძე?

თამარ ჩერგოლეიშვილი: წარმოდგენა არ მაქვს, ეს იყო ჩემი ერთადერთი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად