თამარ ჩერგოლეიშვილი ელენე ხოშტარიაზე: მიშას ხმებზე დახარბება არის გამოუცდელობა, არავის მოუგია სხვისი ხმით

ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი თავისივე პარტიის ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებას გიგი უგულავასთან დაკავშირებით.

“ ბოდიში მოიხადოს, მიშას კრიტიკის გამო, ისე სიაში არ ჩავსვამთო – 2016 წელს პანიკა იყო და გიგამ გაიტანა რომ სიაში ყოფილიყო.

მიშას ხმებზე დახარბება არის გამოუცდელობა, არავის მოუგია სხვისი ხმით.
ახლა თვითონ იცის – რაზე მოიხდის ბოდიშებს, სიაში ჩასვეს თავის დროზე და თავს მიხედავს 🤣”, -წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.

 

შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოს“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, არ იზიარებს საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას აზრს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და პარტიას საარჩევნო კამპანიის ფორმას უწუნებს და განაცხადა: ჩემი პარტიის საარჩევნო კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ

უგულავას განცხადებით, ურჩხულთან ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილიც ურჩხულს დაემსგავსა – “წინ მუშტი ივანიშვილს და იქვე უკან იდაყვი სააკაშვილს. ესაა გამარჯვების ფორმულა დღეს”.

„ბუნებრივად ისმის კითხვა ახლა რა ხდება? წავაგებთ? არა რა თქმა უნდა, თუ ფხიზლად და ყალბი მითების გარეშე შევხედავთ სიტუაციას. ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ, სანამ ბუფერად სააკაშვილი ეყოლება აფარებული. 7 წელია ივანიშვილის თამაშია „აქეთ მე, იქეთ მიშა“. ამ დაპირისპირებაში ბიძინა იგებს, მიშას კი იმედი აქვს, რომ ოდესღაც ბიძინა ისე მობეზრდება ხალხს, რომ ადრე თუ გვიან ძალაუფლება ხელში ჩაუვარდება. ამ თამაშში ყველას თავის როლი აქვს ხალხის გარდა. ქვეყანა ჭაობში ეფლობა და მედლის ორ მხარეზე გამოსახულ “მეგატრონებს” ეს საერთოდ არ ადარდებს. გამოსავალი? ღიად და ცხადად ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის ოცნებას და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილის პრემიერობას. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოვებული წრის გარღვევა, რომლის, მართალია, ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკაშვილიც შემოქმედია. ურჩხულთან ბრძოლაში ის სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა. მე გული მტკივა, რომ ამის აღწერა მიწევს. „ევროპულმა საქართველომ“ და მე პირადად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპოზიციას ზემოთაღწერილი სცენარით ებრძოლა და გაემარჯვა, მენანება ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, მაგრამ ქვეყანა და მისი მომავალია მთავარი. გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება, რაც ამ მოჯადოვებული წრის გარღვევას გულისხმობს“, – აცხადებს გიგი უგულავა უგულავა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად