თამარ ჩერგოლეიშვილი: დასავლეთში არ იციან, რას ელოდნონ ოპოზიციისგან, ხედავენ სააკაშვილს, რომელიც რევოლუციისკენ იყურება

დასავლეთში არ იციან, რას ელოდნონ ოპოზიციისგან, ხედავენ სააკაშვილს, რომელიც რევოლუციისკენ იყურება, – ამის შესახებ “ტაბულას” დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთის განცხადებებში მესიჯები მარტო ხელისუფლების მისამართით კი არა, ოპოზიციის მიმართაც უნდა ვეძებოთ.

“როდესაც დასავლეთი განცხადებებს აკეთებს, მარტო ხელისუფლების მიმართ მესიჯები კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ ოპოზიცის მიმართ მესიჯებიც. ამ ტალღაში ორივე მხარე უფრო ხშირად არის ნახსენები, ვიდრე მე ამას ვისურვებდი, ან ადეკვატურად ვთვლი. მე არ შევდივარ ამის განხილვაში, ვცდილობ აღვწერო. “ვაშინგტონ პოსტი” როგორც წესი ამერიკის ისტებლიშმენტის აზრს გამოხატავს. ტრამპის დროს შეიძლება დევიაციები იყო, რადგან თავად ადმინისტრაცია იყო არეული და ორი ხაზი იყო.

2013 წელს ძალიან ძლიერი ედიტორიალი გამოქვეყნდა. მიმომხილველები არიან ვეტერანი ჟურნალისტები და პირდაპირ დაინახეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი თქვეს, რომ ქართული დემოკრატია საფრთხეშია. მაგის გამო ივანიშვილი ბოკერიას იჭერდა – “ვაშინგტონ პოსტში” როგორ ჩაიტანა ფული. ეს “მელნიხი” ვერც ხვდება. ჩაიტანოს ახლა სადმე ფული.

დღეს ქვეყნდება სტატია და სადაც ბუნებრივია წერია, რომ საქართველომ დემოკრატიის მხრივ უკან გადადგა ნაბიჯი და მელია და პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ ოპოზიციის მხარეს ხედავენ მარტო “ნაცებს” და სააკაშვილს. იქვე იმასაც უთითებენ, რომ სააკაშვილი თავად არ არის ერთგული დემოკრატიული პრინციპების მიმართ და რომ ის რევოლუციისკენ იყურება, რომ ახლა საქართველოსთვის გამოსავალი არ არის რევოლუცია. ანუ, უკეთესს რას ელოდნონ ოპოზიციისკენ არ იციან. სააკაშვილი მთლიანად დისკრედიტირებულია. 2012 წლამდე მოვლენების გამო იმდენად კი არა, მან რეაბილიტაცია გააკეთა არჩევნების წაგებით. მაშინ იმხელა კაპიტალი ჰქონდა, ეს რომ ქვეყნის სასარგებლოდ გამოეყენებინა ბიძინა ახლა არ იქნებოდა. ამიტომ, “ნაციონალური მოძრაობის” მიღმა პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დისტანცია და გაწონასწორების უნარი გამოავლინონ”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...