თამარ ჩერგოლეიშვილი: დარჩა კითხვები იმასთან დაკავშირებით რად ჩათვალეს არარაობად ბიძინამ და ღარიბაშვილმა შარლ მიშელი და რატომ გადააგდეს?

შეხვედრას არ ესწრება ელენე ხოშტარია – იმიტომ რომ უვარგის შეთანხმებას არ მოაწერა ხელი.
შეხვედრას არ ესწრება გიგა ბოკერია – იმიტომ რომ უვარგის შეთანხმებას არ მოაწერა ხელი.
შეხვედრას არ ესწრება ზურა ჯაფარიძე, რომელსაც უსიმპტომო კოვიდი დაუდასტურდა, რომელსაც ესმოდა რომ შეთანხმება უვარგისია და ელჩების ხათრით მოვაწერეო, ღიად თქვა, – ამის შესახებ პოლიტიკური კომენტატორი, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ანუ არავინ, ვინც სწორად აფასებდა ვითარებას – არავინ შეხვედრას არ ესწრება.
არავინ, ვინც საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის თვალში სწორად მიხვდა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი კრიზისს უფრო გააღრმავებდა, შარლ მიშელს არ ხვდება.
მხოლოდ ის ხალხი ხვდება, ვინც შეცდომა დაუშვა და შარლ მიშელს დაეთანხმა.
თუ მეთანხმებით, მაშინ ჰო – ესაა შარლ მიშელის მიდგომა – რა მნიშვნელობა აქვს, რა შედეგი მოიტანა ამ თანხმობამ?
დარჩა კითხვები იმასთან დაკავშირებით რად ჩათვალეს არარაობად ბიძინამ და ღარიბაშვილმა შარლ მიშელი და რატომ გადააგდეს?” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები
იტვირთება...